კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე!

კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში (BMO 2023), რომელიც ანტალიაში გაიმართა, 4 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

დავით კლდიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიადის რეიტინგული სიის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა.

ალექსანდრე კორკოტაშვილი, თამარ ფეიქრიშვილი და მირზა შანიძე ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. გურამ მაჭარაშვილმა საპატიო სიგელი დაიმსახურა.

საქართველომ გუნდურად ოლიმპიადაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

გუნდის ლიდერი - ლუკა მაჭარაშვილი, თანალიდერი - ლაშა ფერაძე.

ოლიმპიადაზე გამგზავრებისა და მონაწილეობის ხარჯების უდიდესი ნაწილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.

ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ევროპის სახელმწიფოები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (128 მოსწავლე) მონაწილეობდა.

მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისთვის.

ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომაროვის სკოლის STEM მიმართულების საგნების სწავლების განვითარების სამსახურის უფროსს, დიმიტრი არაბიძეს, ოლიმპიადაში მონაწილეობის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კომაროვის სკოლა ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს. მათ სამომავლოდაც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ!

 


ზემოთ